ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე, ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share