კანონებიც, რომლებსაც “ოცნება“ იღებს და ეს უსამართლობაც, აბსოლუტურად ყველას ეხება-ნანკა კალატოზიშვილი

კანონები, რომლებსაც “ოცნება“ იღებს და ეს უსამართლობა, აბსოლუტურად ყველას ეხება, – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა  განაცხდა.

მისი თქმით, იმისთვის რომ შეგეხონ და თან უსამართლოდ, ოპოზიციურად განწყობა აუცილებელი არ არის.

”წუხელ ლაივს ვუყურებდი, როგორ დაიჭირეს 4 ადამიანი. შუქრუთელებმა 4 თვე გაატარეს აქ და მერე წავიდნენ და ისევ “ოცნებას“ მისცეს ხმა, რა შეიცვალა. აბსოლუტურად ყველა დაუცველია და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. 

რეალურად ყველა ყველაფერზე დამოკიდებული გახადეს, ბევრ დანაშაულში არიან ჩაფლულები. დღეს ხომ გამოჩნდა, რომ ნებისმიერი, იქნება ეს რუსთავის მაცხოვრებელი, ჩვეულებრივი ადამიანი, გლეხი, მსახიობი, ნანკა, მნიშვნელობა არ აქვს, კანონის წინაშე არის ყველა ერთი და იქ არ არის გაწერილი ოპოზიციურად განწყობილს შეეხება. ეს უკვე ყველაზე ნათელი მაგალითებია, სამწუხაროდ. დიდი იმედი მაქვს, რომ თვალი აეხილებათ და მიხვდებიან, რომ ერთად უნდა ვიყოთ, რადგან სოლიდარობას და ერთობას ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა კალატოზიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share