ვიცით, რომ რთულია ივანიშვილთან ბრძოლა, მაგრამ ამაზე მივდივართ-ნანუკა ჟორჟოლიანი

ისინი ელოდებოდნენ, რომ ვითხოვდი ხალხის დახმარებას- არაფერი მაქვს დასახმარებელი, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ბრძოლაში და ვიცით რას ვაკეთებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა  განაცხადა.

“ჩვენ ბევრნი ვართ, ვიცით, რომ რთულია ივანიშვილთან ბრძოლა, მაგრამ ამაზე მივდივართ“,– თქვა ნანუკამ.

ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ბრალი წაუყენონ, თუმცა, ამბობს, რომ პროკურატურიდან გამოსული კვლავ იტყვის, “გავაგრძელებ ადამიანების დახმარებას“.

”უახლოეს მომავალში წამიყენებენ ბრალს, ამაზე დადგამენ შოუს, პროკურატურაში გამაჩერებენ დიდხანს, გონიათ, რომ დავისტრესები და დახმარებას ვითხოვ. არაფერი დასახმარებელი არ მაქვს, არაფერი ამაში არ არის, რაც წინასწარ არ ვიცოდი და მზად არ ვიყავი. გამოვალ პროკურატურიდან და ვიტყვი კვლავ, რომ გავაგრძელებ ადამიანების დახმარებას. ივანიშვილმა კარგად იცის, რა არის ქველმოქმედების ფასი. არავის დახმარება არ მჭირდება, მარტოც შესანიშნავად შემიძლია ბრძოლა. რაც არ უნდა გააშავონ ჩემი სახელი და გვარი, საზოგადოებას შეახსენეონ, რომ ეს გოგო იყო კოდუას ცოლი, ნაციონალებთან დაახლოებული, სააკაშვილის მხარდამჭერი, მაინც ნანუკა ჟროჟოლიანი იქნება ის ადამიანი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომელიც ხვალ გამოაცხადებს, რომ ადამიანი გადასარჩენია და მის ფონდში ჩარიცხავს თანხას “ქოციც“, “ნაციც“ და სხვა პარტიის წევრიც, ეს ფონდი იქნება ის ფონდი, რომლის მხადაჭერის იმედი “ოცნების“ მხარდამჭერსაც ექნება. მათგან წამოსული შავი ღრუბელი ვერ მოახდენს გავლენას იმაზე, რომ მაინც მოვახერხებ თანხის მობილიზებას, პატიმრებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეს სჭირდება”- თქვა ჟურნალისტმა.

ჟორჟოლიანმა ჩართვის ბოლოს დაკავებულ მაღაროელებს და თემურ ქათამაძეს სოლიდარობა გამოუცხადა და ასევე აღნიშნა, რომ აქციები უნდა იყოს უფრო მრავალრიცხოვანი, სადაც უკვე ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share