ლანჩხუთის ერთ-ერთ რესტორანში კახა კალაძის ყოფნის გამო, მოქალაქეებს შენობასთან არ უშვებდნენ

სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია ავრცელებს ვიდეოს ლანჩხუთიდან, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული პირები მოქალაქეებს არ უშვებენ შენობასთან, რომელშიც მაღაზიები, აფთიაქი და რესტორანი მდებარეობს.
ირინა ზარანდიას თქმით, რესტორანში თბილისის მერი, კახი კალაძეა და შენობასაც სწორედ ამიტომ იცავენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share