ჩხაიძე: პატიმრის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თავის ტვინის ტრავმაა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ვივამედში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა ვივამედის სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაერთი ოპერაციული ჩარევის მიუხედავად ლეტალური შედეგი დადგა და გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თავის ტვინის ტრავმა აღმოჩნდა.

“გაფორმებული ინსულტით კლინიკაში ნამდვილად არ ყოფილა. კლინიკის დიაგნოზი არის, რა თქმა უნდა, ის, რაც რეალურად იყო, ეს იყო პოლიტრამვა მრავლობითი დაზიანებებით. პირველივე დღიდანვე კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის და აღწერს დაზიანებებს. პაციენტს ამ ხნის განმავლობაში უტარდებოდა აქტიური სამკურნალო საშუალებები, ღონისძიებები, არაერთი ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა დადგა ლეტალური შედეგი. 30 იანვარს არის შემოსული. […] ოფიციალური მიზეზი ის არის, ძირითადი მისი დაავადებებიდან გამომდინარე, ეს იყო თავის ტვინის ტრავმა და ეს ლეტალური შედეგი განვითარდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად” – თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share