15 წუთის წინ ლიფტის კართან მე და ქეთის ერთმა არარაობამ წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხა – მოქალაქე

მოქალაქე ნუცა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მასთან ერთად თანხმლებ გოგოს ლიფტთან უცნობი პირი დახვდა, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის აქტიურ მონაწილეებს საღებავი და წიწაკის სპრეი შეასხა.

”ერთი თვეა მე და ქეთის დაგვსდევენ, 15 წუთის წინ ლიფტის კართან დაგვხდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს და თქვენი ნაცი დედა მოვ***ნო, ასე მოგვაძახა! დანარჩენს მერე გეტყვით!” – წერს აქტივისტი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share