ბათუმის „ყაზა“ 1867-68 წელი – ტრაპიზონში ბრიტანეთის კონსულის პატაკი

ბათუმის „ყაზა“ 1867-68 წელი – ტრაპიზონში ბრიტანეთის კონსულის პატაკი
.
„ქალაქ ბათუმის გარდა ეს ყაზა მოიცავს 52 სოფელს 13 388 მოსახლით, რომელთაგან 12 370 მუსულმანია, 804 ბერძენი და 214 სომეხი. აღწერაში შევიდა მხოლოდ ადგილობრივი და მათთან ადრე დასახლებული მოსახლეობა. რასაც უნდა დაემატოს ჩერქეზების კოლონია რომელიც სახლობს ამავე ყაზაში. ესენია აბხაზები და ჩერქეზები რომლებიც აქ ჩამოსახლდნენ პირველი დიდი გასახლების დროს 1864 წელს – 9500 ადამიანი; მეორე ანუ 1867 წლის გადასახლების დროს კი აბხაზები – 1200 ადამიანი, სულ 10 700 ადამიანი.
.
ჩამოსახლებულების დათვლა სოფლების მიხედვით შეუძლებელია, რადაგანაც მათ შეინარჩუნეს თავიანთი წესები და სახლებს აშენებენ ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებით. ყველა მათგანი მუსულმანია. ამ კოლონისტების რიცხვი ადგილობრივ მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად შეადგენს 24 088 მოსახლეს.
.
ბერძნების და სომხების გარდა, რომლებიც აქ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოსახლდნენ (ბერძნები ტრაპიზონიდან, სომხები ლიბანიდან), ამ ყაზის თითქმის ყველა მცხოვრები ქართულ-გურული რასის წარმომადგენელია. ეს რასა კი გაცილებით უფრო ლამაზი, მოქმედი და ძლიერია ვიდრე თავად ქართული.“
.
– Отчетъ консула В. Джиффорда Пальгрева (за 1867-68 гг.) о провинціяхъ: Трапезондской, Сивасской, Кастамунійской и части Ангорской; Mатеріали для описнія азіятской Турціи и Батумской области (1882);
– ილუსტრაცია „თამარის ციხე ბათუმთან“ Историческій Вѣстникъ (1889);
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share