ოზურგეთელმა მძლეოსანმა ანა მგელაძემ მოლდოვის საერთასორისო ტურნირიდან ბრიმჯაო ჩამოიტანა

ოზურგეთელმა მძლეოსანმა ანა მგელაძემ მოლდოვის საერთასორისო ტურნირიდან ბრიმჯაო ჩამოიტანა.
3 მაისს კიშინოვში მძლეოსნობაში, 18 წლამდელთა შორის საერთაშორისო ახალგაზრდული
,, მოლდოვური ახალგაზრდული გამოწვევა – 2025″ გაიმართა.
შეჯიბრი კიშინიოვში დინამო სტადიონზე შედგა.
 მძლეოსნობის საერთაშორისო ღონისძიებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის სექციის სპორტსმენმა ანა მგელაძემ იასპარეზა. ანა ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ოზურგეთელმა მძლეოსანმა ბირთვის კვრაში, დიდი კონკურენციის მიუხედავად, ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა
 ანა მგელაძე ასპარეზობისთვის მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.