ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, ევროკავშირის თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ და ამ შანსს გვართმევს “ოცნება“-ლომჯარია

”ჩვენ მსგავსი მარშებით, უნდა დავანახოთ ევროკავშირს, რომ ხალხის და რეჟიმის სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდება და ჩვენი ხმა უნდა მოისმინონ და არა რეჟიმის”-ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდა.

მისი თქმით, “საქართველოს აქვს რეალური შანსი, იყოს ევროკავშირის თანამეგობრობის ნაწილი, თუმცა ამ შანნს ართმებს “ქართული ოცნება“.

”ევროკავშირი თანამედროვე სამყაროში ყველაზე წარმატებული კავშირია, დამოუკიდებელ, სუვენერულ სახელმწიფოთა, ეს არის კავშირი, სადაც ადამიანის კეთილდღეობა არის ყველაზე უკეთ უზრუნველყოფილი, იგულისხმება სოციალური მხარდაჭერა,ხელფასები, ჯანდაცვა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება. თავისი არსებობის მანძილზე, ევროკავშირში არასდროს ყოფილა ომი, ეს არის ყველაზე მშვიდობიანი, უსაფრთხო და დაცული კავშირი. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, ისტორიული, როდესაც ძალიან ახლოს ვართ და შეგვიძლია ამ თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ და ამ შანსს გვართმევს “ქართული ოცნება“. ჩვენ მსგავსი მარშებით, უნდა დავანახოთ ევროკავშირს, რომ ხალხის და რეჟიმის სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდება და ჩვენი ხმა უნდა მოისმინონ და არა რეჟიმის. საქართველოს მოქალაქეებს და კონსტიტუციას სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა ლომჯარიამ. 

ამ წუთებში ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო “ავლაბრიდან”, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share