კოლსი: ვიზის დაბლოკვის ძალისხმევები განვიხილეთ, ამ მხრივ საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს, რომ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაფართოვდეს და ივანიშვილის წარმომადგენლებსაც ახსენებს.

“სენატორ უიკერთან კრემლის რეჟიმთან დაკავშირებულებისთვის ვიზის დაბლოკვის ძალისხმევები განვიხილეთ, ამ მხრივ საქართველოს ოფიციალური პირებიც რადარზე უნდა იყვნენ“,-წერს კოლსი.

”სენატორ როჯერ უიკერთან – [გვაქვს] მყარი თანხვედრა: სანქციები უნდა შენარჩუნდეს და ხელშემწყობებზეც გავრცელდეს, თუნდაც ისინი მოკავშირე სახელწიფოებიდან იყვნენ. განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი ყოველწლიური სესია და თუ როგორ შევზღუდოთ კრემლის მავნე გავლენის გავრცელება, მათ შორის, რეჟიმთან დაკავშირებული პირებისთვის ვიზის გამარტივების მექანიზმის დაბლოკვას ამ მხრივ, საქართველოს თანამდებობის პირებიც რადარზე უნდა იყვნენ”. – წერს კოლსი .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share