ქუჩიდან არის ეს ბრძოლა მოსაგები, სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვა რეჟიმმა-ზურა ჯაფარიძე

ახლა თუ რამე განგვასხვავებს ჩვენ რუსეთისა და ბელორუსიისგან არის ის, რომ ხალხი იბრძვის და ხელი არ ჩამოუშვია, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ყოველდღიური პროტესტით ჩანს, რომ “ხალხი არ ეგუება რეჟიმს და ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის და საკუთარი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის“.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ერთადერთი ბრძოლა, რაც ქვეყნის გარედან ჩანს, “ეს არის ხალხი ქუჩაში.“

”გარედან რომ შეხედო საქართველოს, როცა დაინახეს, რომ არჩევნები აღარ ტარდება, რეპრესიული კანონები მიიღეს და ა.შ. ერთადერთი ბრძოლა, რაც ჩანს საჯაროდ, ეს არის ხალხი ქუჩაში. ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ყველა ვიქენდზე მარშები, რომელსაც ასევე რეგულარული ხასიათი აქვს. სწორედ ეს ჩანს გარედან, რომ ამ ქვეყანაში ხალხი არ ეგუება რეჟიმს და ისინი იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის და საკუთარი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა ქუჩიდან არის მოსაგები, რადგან “რეჟიმმა სხვა გზა აღარ დატოვა“.

”ერთადერთი გზა არის ქუჩა, ამას შეგიძლიათ დაუძახოთ რევოლუცია, დამხობა, მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩიდან არის ეს ბრძოლა მოსაგები, სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვა რეჟიმმა. მეც და ყველა პოლიტიკოსიც რომ გამოვაკლდეთ, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება“,- დასძინა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share