უნდა იყოს იმდენი სანქცია რუსეთისთვის, რამდენიც საჭიროა – ზელენსკი

ევროკავშირის მიერ, რუსეთისთვის სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცებას უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში ეხმაურება და პარტნიორებს მადლობას უხდის. ზელენსკის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად, მუშაობა მიმდინარეობს აშშ-თანაც:

“ევროპული სანქციების ახალი პაკეტი – მე-17 – უკვე ადგილზეა. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და უნდა იყოს იმდენი სანქცია, რამდენიც საჭიროა, რათა რუსეთი დაინტერესდეს მშვიდობით და იგრძნოს აგრესიისა და ომის გაჭიანურების სრული ფასი. სწორედ მოსკოვია აჭიანურებს ომს.

ამიტომ, რუსული ნავთობი, ტანკერების ფლოტი, მათი მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც აფინანსებს ომს, მათი ყველა ბანკი, მათი ყველა ფინანსური სქემა, რუსეთის სამხედრო მრეწველობა – ეს ყველაფერი სანქციების სამიზნე უნდა იყოს.

ასევე არსებობს ბრიტანეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით – მადლობას გიხდით ამისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე და ამერიკასთან სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვარწმუნებთ მათ, რომ ეს ზუსტად ისაა, რაც საჭიროა, რათა პუტინმა არ მოიტყუოს ომის დასრულების შესახებ. ” ამბობს ზელენსკი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share