კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კუნძულ კრეტას სანაპიროსთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის განცხადებით, კუნძულ კრეტაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, თუმცა ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 06:19 საათზე, ქალაქ ჰერაკლიონიდან 79 კილომეტრში მოხდა.

6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები თურქეთსა და ისრაელშიც იგრძნობოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share