კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 2013 წლის ისტორიას იხსენებს, თუ როგორ დაურეკა თეა წულუკიანმა მამამისს, ანზორ მელიას.
”2013 წელს, მთაწმინდის გამგებელი გავხდი. მოულოდნელად დამიბარეს მოდულის შენობაში დაკითხვაზე, სად არის ივანიშვილის 80 მილიონი, 9 საათის განმავლობაში მკითხავდნენ, თან მეუბნებიან, დაგიჭერ თუ არ იტყვი, მოვედი სახლში, მამაჩემის პოზიცია გახსოვთ, 2012 წელს როგორიც იყო, პოლიტიკური, ანზორი დამხვდა გაბადრული, იმდენი ვინერვიულეო, მაგრამ როდის დავმშვიდდიო, იცი, წულუკიანია მაშინ იუსტიციის მინისტრი, თეამ დამირეკაო, ბატობო ანზორ, არ ინერვიულოთ, თქვენი შვეილი მალე იქნება სახლშიო. მომტრიალდა და ნახე, რა ღვთისნიერი ხალხია “ქართულ ოცნებაშიო“, ამას ნაციონალური მოძრაობის გენპროკურორი გააკეთებდაო? ადეიშვილი ხომ არ დამირეკავდაო?”,- იხსენებს მელია.