როგორია ივანიშვილის დამარცხების ყველაზე მოკლე და უტყუარი გზა – თინა ბოკუჩავას განცხადება

კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა ზურა ჯაფარიძის დაკავებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ რეჟიმის პირობებში, ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაპატიმრების რიგში დგას.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი და უტყუარი გზა ოპოზიციის გაერთიანებაა.

ყველა ჩვენგანი რიგში დგას და მე მახსენდება საქართველოს ერთი დიდი ხნის მეგობრის, ამერიკელი ადამიანის შეგონება წინასაარჩევნოდ, რომ თუ ახლა დროულად არ მიხვდებით, რომ უნდა შეკრათ ერთი დიდი კოალიცია, შემდეგ კოალიციური პარტნიორების არჩევა კი არა, თანამესაკნეების არჩევა მოგიწევთო და რა თქმა უნდა, დადგა ეს დღეც, რაც წინსწრებითაც შეგვეძლო, რომ განგვეჭვრიტა, მაგრამ იმედია, რომ ზურას ასეთი უსამართლო დაკავება მაინც იქნება საფუძველი იმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს უყურებს საკითხს, ახლა მაინც გამოფხიზლდეს და მიხვდეს, რომ ივანიშვილის დამარცხების ყველაზე მოკლე და უტყუარი გზა გადის სწორედ ოპოზიციის ერთიანობაზე, – ამბობს თინა ბოკუჩავა. შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში გუშინ დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share