რას წერდა “დეილი ნიუსი” 1877 წელს გურულებზე
.
1877 წელს ინგლისური გაზეთ „დეილი ნიუსში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მუხა-ესტატესათვის ბრძოლაში გურულებმა დიდი სიმამაცე გამოავლინეს – „ბათუმის მიმართულებით რუსებმა გადალახეს საზღვარი, არმიის ავანგარდი შედგებოდა გურიის მილიციისაგან, რომელსაც ადგილობრივი ოფიცრები მეთაურობდნენ. გურიის მილიციამ საუკეთესო საბრძოლო თვისებები გამოავლინა“.
(„Закавказье в русско-турецкой войне 1877-1878 гг“ Шамше Мегрелидзе – 1972 г.).
.
ფოტოზე – გურული მილიციონერები (1877-1878).

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა