შემოქმედში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ რთულია

დღეს დილით, ოზურგეთი შემოქმედის სავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროსრამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა,

როგორც ‘გურიის მოამბეს” აცნობეს. აქედან სამი ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოატავსეს, ერთი კი მოგვიანებით ბათუმში გადაიყვანეს.

ამ წუთებში არსებული ინფორმაციით, ბათუმში გადაყვანილი დაშავებულის მდგომარეობა რთულია, ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებულების კი საშუალო სირთულის.

“ერთი გაეწერა უკვე , ერთი წევს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 15 წლის ბავშვები არიან, მესამეს ვინაიდან თავის ტვინზე შესაძლოა ჰქონოდა პრობლემები, სჭირდენოდა ნეიროქირურგი. გადავიყვანეთ ბათუმის “რესპუბლიკურში”, როგორც ვიცი მისი მდგომარეობაც კონტროლს ექვემდებარება და საშიში არაფერია” – გვითხრა მედალფას კლინიკის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share