“ძლიერი საქართველოს” წევრის, გიორგი გურულის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ერთი ვახშმისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა.
“იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ბავშვები ჯართს აგროვებენ, რათა ლუკმაპური იშოვონ“– წერს გურული სოციალურ ქსელში.
”ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 70,000 ლარი დახარჯა ერთი ვახშმისათვის — იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ბავშვები ჯართს აგროვებენ, რათა ლუკმაპური იშოვონ;
იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ისე ვერ გაივლი 100 მეტრს, შეჭირვებული ადამიანი რომ არ შეგხვდეს, რომელიც მოწყალებას ითხოვს;
იმ ქალაქის მერიამ, სადაც უამრავი კორპუსი დანგრევის პირასაა.
სირცხვილია!!!”-წერს გურული.