დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორთან, სადაც დაკავებული ნიკა მელია მიიყვანეს, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ირკიბებიან.
ადგილზე ასევე მივიდა კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა, რომელიც ამბობს, რომ “მსგავსი აბსურდი, რაც მელიას დაკავებით მოხდა, უბრალოდ წარმოუდგენელია.“
მისი თქმით, “მელია დაკავებულია იმისთვის, რომ არის პოლიტიკური ლიდერი და ასევე აქტიური მოქალაქე.“
”ადამიანი დააკავეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მსგავსი აბსურდი უბრალოდ წარმოუდგენელია. დღეს მოხდა ის, რომ წამყვანი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი,გაიტაცეს და როგორც თვითმხილველები ყვებიან, წართმეული აქვთ კამერები, რათა დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრებია რ არსებობდეს. ადამიანი მიდიოდა და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო, ეს ადამიანი დაკავებულია, დაკავებულია იმისთვის რომ არის პოლიტიკური ლიდერი და ასევე აქტიური მოქალაქე. ზოგადად, ყველა მსგავს ცვითარებაში, იქნებოდა რუსეთი, ბელორუსი, ან მსგავსი ტიპის ქვეყანა, სადაც დემოკრატიის ნიშნები ნელ-ნელა გაქრა და გადავიდნენ უბრალო ადამაინების დაკავებაზე. ადრე თუ გვიან, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო, ყველას დააკავებენ. “ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი დასავლური უსაფრთხო მომავალი ერთმანეთთან შეუტავსებელია, – განაცხადა ფარულავამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ადასტურებს.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ “ცვლილებისთვის” ლიდერი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული, რათა მელიას ხვალინდელ პროცესზე დასწრება აიძულონ, რომელზეც პოლიტიკოსს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, რომ დასწრებას არ აპირებდა