„დაკავებულ ნიკა მელიას პოლიციელები გზაში ვიდეოებს უღებდნენ და სადღაც აგზავნიდნენ“ – ნიკა გვარამია

კოალიცია “ცვლილებისთვი” ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, დაკავებულ ნიკა მელიას სამართალდამცველები გზაში, მარშუტკაში უღებდნენ ვიდეოებს და სადღაც აგზავნიდნენ.

გვარამია ასევე დეტალურად ყველა ნიკა მელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

ჩატენეს დაბურულმინებიან მარშუტკაში, სადაც 11 ადამიანი იჯდა… ხომ წარმოიდგინეთ, მარტო ერთ მანაქანაში 11 ადამიანი იჯდა. გზაში უღებდნენ ვიდეოებს და ყრიდნენ სადღაც, იმიტომ რომ იქიდან ეხმიანებოდნენ და თხოვდნენ და ასევე ცდილობდნენ ტელეფონის გახსნას სახის ამომცნობი ტექნოლოგიით. ჩვენ გვაქვს ადგილი წინსწრებად დაჭერასთან, უფროსწორად ადამიანის გატაცებასთან”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

“პირველების” ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights