ყოფილი დეპუტატები საჯარო სამსახურში – გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, ლუკა კურტანიძე გაზისა და ნავთობის კორპორაციის თანამშრომელია. ის კორპორაციაში 2022 წლიდან ხელშეკრულებით დასაქმდა და ხელფასსაც ხალხის ფულიდან უხდიან.
“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა კურტანიძესთან კითხვების დასმა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა ყოფილ დეპუტატს მისი საქმიანობის შესახებ ჰკითხა, დეპუტატი აგრესიაზე გადმოვიდა და ქალ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა.
- “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომელი სამსახურში არავინ უნახავს. ვიდრე კურტანიძე გაზისა და ნავთობის კომპანიაში დასაქმდებოდა ის შინაგან საქმეთა აკადემიის პრორექტორი იყო, თანამდებობიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც კურტანიძე ახალგაზრდა ქალმა ძალადობაში ამხილა.
გაზისა და ნავთობის კორპორაციაში წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურა ზვიადაურიც.
- კაცი, რომელიც მკვლელობის ბრალით დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა, გაზისა და ნავთობის კორპორაციის ერთ-ერთი დეპარტამენტის შეფის თქმით, კორპორაციაში არრცერთხელ უნახავს.
გაზის და ნავთობის კორპორაციის შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოელექტროსადგურშია დასაქმებული “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. ქუცნაშვილი, აქ დირექტორის მოადგილედ არის გაფორმებული.
- ზაქარია ქუცნაშვილი, საქართველო რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოყვანის ერთ ერთი ინიციატორი იყო, მისი პოლიტიკური კარიერაც გავრილოვის სკანდალმა იმსხვერპლა. ქუცნაშვილი რომელსაც მანამდე ენერგეტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს “შაბათის ეთერს” სამსახურში არ დახვდა. მისივე თქმით, დისტანციურად გააკონტროლებს თანამშრომლების უსაფრთხოებას.
- ზაქარია ქუცნაშვილი დეკლარაციას აღარ ავსებს ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა რამდენი ათას ლარს იღებს ის ხელფასის სახით, “შაბათს ეთერის” ინფორმაციით ქუცნაშვილის წლიური ანაზღაურება 80 ათას ლარს აჭარბებს. .
სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული “ქართული ოცნების” პროპაგანდისტის, დიტო სამხარაძის ცოლის, დოდო მედვედსკაიას და, ქეთინო მედვედსკაიაა.