ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მერია საახალწლოდ ბიუჯეტიდან 233 044 ლარის დახარჯვას აპირებს:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall საახალწლოდ 233 044 ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ არ იცოდა, რომ ახალი წელი ყოველი წლის ბოლოს აუცილებლად დგება, შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მოუმზადებელი რომ არ შეხვედროდა საახალწლო დღესასწაულს, თალაკვაძეს ღარიბაშვილმა “უჯიგრა” და გამარტივებული შესყიდვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხალხის ფულის – 233 044 ლარის თავის ნებაზე გაფლანგვის უფლება მიანიჭა.
იმ ოზურგეთში, სადაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 7032 ოჯახი არის რეგისტრირებული და მათგან მხოლოდ 2472 ოჯახი იღებს მინიმალურ დახმარებას. 17 წლამდე 533 ბავშვი გვყავს ოფიციალურად სოციალურად დაუცველი ოზურგეთში და ამ ბავშვებს რომ დახმარებოდით ამ თანხის თუნდაც ნახევრით რამხელა სიკეთეს გააკეთებდით ? კარგია კონცერტიც, ფეიერვერკიც, საახალწლო ღონისძეიბისთვის მოწყობილი ლამაზი სივრცეებიც, მაგრამ რამდენ ბავშვს საახალწლოდ იმის საშუალებაც არ ექნება, მანდ მოვიდეს, სოფლიდან ჩამოვიდეს. ახალი წლის ღამეს მათი მშობლები რომ შიშით ელოდებიან იმიტომ, რომ ელემენტარული სურვილის ასასრულებლად ფული არ აქვთ , ამაზე დაფიქრებულხართ?!
თუმცა ალბათ არც ამაზე გეფიქრებათ, რა უნდა გაგვიკვირდეს თქვენგან, ქვეყნის ღირსების შემლახავებისგან, წამების თანამონაწილე ხალხისგან, იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ტერორისტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ნომერ პირველი მთავარსარდალი ჰყავს ტყვედ აყვანილი და პუტინის საამებლად წამებით კლავს ციხეში!” – წერს ნიკოლაშვილი.