წერტილი კრემლისა და “ქართული ოცნების” რიტორიკაში. ჰააგის სასამართლოს პროკურორი გამოძიებას ასრულებს და დასკვნას ასაჯაროებს. არავითარი თავდასხმა მძინარე ცხინვალზე, არავითარი ომის დანაშაული, არავითარი პროვოკაცია – საქართველო 2008 წლის ომში თავს იცავდა.
საერთაშორისო პროკურატურა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად ადგენს, რომ არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ქართველ სამხედროებს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და პასუხისმგებლობა ადგილობრივ სეპარატისტებს და რუს სამხედროებს ეკისრებათ.
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ამ გამოძიების დასრულებით პრორუსული პოლიტიკური რიტორიკაც დაასრულა. კრემლი, სავარაუდოდ არ იტყვის უარს საკუთარ პოზიციაზე, თუმცა “ქართული ოცნების” და ხელისუფლების ლიდერები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვეღარ იტყვიან, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ცნობისთვის, ამ სარჩელთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო მაშინ, როცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი იყო ნიკა გვარამია და პირველი კომუნიკაციაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისთან სწორედ მისი მინისტრობის დროს მოხდა.