ოცნების სადამსჯელო ოპერაციის კრახი – ასე აფასებენ ბათუმელი მედროშის გათავისუფლებას თბილისში. თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან გაუშვეს.
ოჯახის ცნობით, იყო საფრთხე, რომ ქვეყნიდან გაძევების შემდეგ თემურ ქათამაძე თურქეთის ციხეში გადაეყვანათ. საქართველოში მას მოქალაქეობის მინიჭებაზე სამჯერ უარი უთხრეს, ბოლოს დაიჭირეს და თურქულ მხარეს გადასცეს, სადაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
უფლებადამცველების თქმით, ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე ქვეყნიდან ღამე ისე გაიყვანეს, რომ ოჯახის წევრებთან დამშვიდობების უფლებაც არ მისცეს.