“საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია, როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე, არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილის შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კმ-ში არა ნატო-ს არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგები იქნებოდა. […]
სალომე ზურაბიშვილის გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ”.
თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.