რამდენიმე საათის წინ ირანში ისრაელმა დიდი მასშტაბისა და სიზუსტის სპეცოპერაცია ჩაატარა

ისრაელმა ენითაღუწერელი მასშტაბისა და სიზუსტის სპეცოპერაცია ჩაატარა რამდენიმე საათის წინ ირანში, რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იქნა უკრაინის ცნობილი “ ოპერაცია აბლაბუდის” მსგავსი სტრატეგიული დაგეგმარება და აგენტურული ქსელი, რომლის მთავარი შემოქმედი გახლავთ ისრაელის საგარეო დაზვერვა, მოსადი—-👇
🇮🇷☢️ ირანის სტრატეგიული სარაკეტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების წინ რამდენიმე ფარული ოპერაცია ჩატარდა — ამის შესახებ იუწყება ისრაელის მედია
🔺 მოსადის ოპერატორებმა ირანში ფარულად შეიტანეს დიდი რაოდენობით მაღალი სიზუსტის იარაღი და ისინი სხვადასხვა ადგილას განათავსეს. ეს იარაღი კი შემდეგ გამოიყენეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორსმსროლელი რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად- მასობრივი ავიაიერიშის ფარგლებში.
▪️ როგორც ირკვევა, მოსადმა ასევე გაგზავნა კომანდოს ჯგუფები, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ახლოს საბრძოლო მასალებს ათავსებდნენ, რათა გაენეიტრალებინათ მათი მოქმედება;
▪️ ოპერაციის დასაწყისში დრონებისა და ზუსტი დამიზნების რაკეტების ( SPIKE-ები სავარაუდოდ) გასაშვებად ირანის საჰაერო თავდაცვის სამიზნეების მიმართულებით გამოყენებულ იქნა სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებული საბრძოლო სისტემები;
▪️ შეიქმნა დრონების ბაზა ირანის შიგნით, თეირანის დასავლეთით, რათა რაკეტების გამშვებ მოწყობილობებზე თავდასხმა ზუსტად მოეხდინათ- უცნობია ხელოვნური ინტელექტით იმართებოდა დრონები, თუ ადგილზე მყოფ ოპერატორებს გაჰყავდათ ისინი მიზნებზე.
🔘 გარდა ამისა, უსაფრთხოების სხვა ისრაელურმა წყარომ „როიტერსს“ განუცხადა, რომ მოსადისა და ისრაელის არმიის ერთობლივი ძალისხმევა სწორედ ირანის სტრატეგიული სარაკეტო შესაძლებლობების დასუსტებას ისახავდა მიზნად.
✅ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა დაზვერვის განყოფილებიდან მიღებული ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს ირანის რეჟიმის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში- განადგურდა ათეულობით რადარი და საჰაერო თავდაცვის კომპლექსთა გამშვები დანადგარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights