ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია (AEOI) ადასტურებს, რომ ცენტრალურ ირანში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტს სერიოზული ზიანი მიადგა ისრაელის საჰაერო-სარაკეტო იერიშის შედეგად.
ტრამპი ამბობს, რომ აშშ „დაიცავს საკუთარ თავს და ისრაელს, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს“.


თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი დროებით გაიხსნა, რათა ნებართვა მიეცათ მიწაზე მყოფი კომერციულ ავიალაინერებისთვის, სასწრაფოდ დატოვონ ისრაელი.

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ თავრიზში ბალისტიკური რაკეტების საწყობი და სარაკეტო გამშვები კომპლექსები დაბომბეს….
აშშ და გაერთიანებული სამეფო, როგორც ჩანს, ევაკუაციას ახდენენ- სამხედრო ავიაცია ყატარში მდებარე ალ-უდეიდის საავიაციო ბაზიდან დასავლეთისკენ, საუდის არაბეთის მიმართულებით გადაჰყავთ. ავიაბაზა ასევე უკვე დატოვა 3-მმა RC-135-ის ტიპის რადიოელექტრონული დაზვერვის თვითნფრინავმა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახელმწიფო მედია, FARS NEWS-ი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის ფარგლებში დაიეუპა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ბაღერი…
ირანის ათეულობით სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ მასობრივ ავიადარტყმებს გამოეხმაურა ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი:






ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანში სამხედრო ობიექტებს კიდევ ერთხელ დაარტყეს—-
ისრაელის საჰაერო ძალების იერიშები ირანში – სამიზნეების სრული სია-




– ნათანზის ბირთვული ობიექტი (რამდენიმე ავიადარტყმა)
– არაქის მძიმე წყლის რეაქტორი
– პარჩინის სამხედრო კომპლექსი
– ხონდაბის რეაქტორი
– ქერმანშაჰი, ილამი, ყუმი, ჰამედანი, ხორამაბადი, ფირანშაჰრი, თავრიზი, ყასრ-ე შირინი.


ამასობაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მისი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაიჭრა, რის შემდეგაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილს ებრძვის…. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს…

ისრაელის მედიის ცნობით, ალი შამხანის — ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელისა და უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უფროსი მრჩევლის ადგილსამყოფელზეც განახორციელა ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმა, თუმცა ამ დრომდე უცნობია იერიშის შედეგად დაიღუპა თუ არა….

ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერი: „ისრაელი მძიმე ფასს გადაიხდის და ირანის უმმკაცრეს პასუხს უნდა ელოდოს. ისრაელი და აშშ ძლიერ დარტყმას მიიღებენ. ირანის მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს შიში… სხვა მიზნებთან ერთად, ისრაელმა მრავალი საცხოვრებელი შენობაზე მიიტანა იერიში.“

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი :

