ერთიანობა თუ არ გამოვა, საქართველოს ამ ომის მოგება ძალიან გაუჭირდება-სალომე სამადაშვილი

ამ რეჟიმს ადარდებს დღეს მხოლოდ ერთდაერთი რამე, რომ გაანადგურონ ყველა, ვისაც შეძლებენ და რაც შეიძლება სწრაფად,-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას შეუძლია ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ დაუპირისპიროს, “ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი და ნამდვილი ერთიანობა.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, “არ აყვნენ არანაირ ემოციას, არც შიშის, არც სასოწარკვეთილების, არც  ბრძოლას აზრი არ აქვს და არ უნდა შევყვეთ სუს-ის შემოგდებულ თემებს.“

”ამ რეჟიმს ადარდებს დღეს მხოლოდ ერთდაერთი რამე, რომ გაანადგურონ ყველა, ვისაც შეძლებენ და რაც შეიძლება სწრაფად. რა შეიძლება ამას საზოგადოებამ დაუპირისპიროს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი და ნამდვილი ერთიანობა. ერთიანობა თუ არ გამოვა, საქართველოს ამ ომის მოგება ძალიან გაუჭირდება

მინდა, ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რადგან მერე ძალიან ვინანებთ ამას, დამნაშავეები ვიქნებით საკუთარი ქვეყნის წინაშე, ჩვენ არ უნდა ავყვეთ არანაირ ემოციას, არც შიშის, არც სასოწარკვეთილების, არც  ბრძოლას აზრი არ აქვს და არ უნდა შევყვეთ სუს-ის შემოგდებულ თემებს, ვითომ ბადრის და მამუკას გარიგებაში უნდა შესვლა ივანიშვილთან, ეს არის პირდაპირ სუს-ის გეგმა, მაგის მეტი რა იციან რუსეთის სპეცსამსახურებმა. დღეს თუ რამე უნდათ მათ, ეს არის, რომ დაანგრიონ ეს ერთიანობა. ცოტა დავფიქრდეთ, შევხედოთ რაციონალურად, ადამიანები, რომლებიც არცერთი წამით არ შეუშინდნენ სამართლებრივ დევნას, სხვა მოტივაცია იმის, რომ სწორი გამოსავალი მოვძებნოთ, არ გვაქვს”- განაცხადა სამადაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights