მედია: ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა – ამის შესახებ israel national news იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად უცნობია, ვინ იმყოფებოდა ბორტზე. მათივე ცნობით, თვითმფრინავები ომანის მიმართულებით გაფრინდნენ და Reuters-ის ინფორმაციით, ბორტიდან ირანის დელეგაცია ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ომანი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში მთავარ შუამავლად ითვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights