ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დარჩიასა და ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს.
საქმე იქმადეც მივიდა, რომ მხარეები და მათი უწყებები ერთმანეთს ოფიციალურ ტექსტებშიც კი აღარ მოიხსენიებენ.
პირველად ეს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის, გურიის რეგიონში ვიზიტთან დაკავშირებული ნიუსების გავრცელებისას მოხდა.
ოზურგეთის საკრებულომ ისე გაავრცელა ეს ვიზიტი და სამუშაო შეხვედრაში ყველა მონაწილე ისე მოიხსენია, რომ ავთანდილ თალაკვაძე საერთოდ არ ახსენა.
თავის მხრივ ანალოგიურად მოიქცა ოზურგეთის მერიაც და ავთანდილ თალაკვაძეც;
გთავაზობთ ორთავე უწყების მიერ საკუთარ ფეისბუკ გვერდებზე გაზიარებულ ტექსტებს:
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ პროგრამებს, ასევე პროექტებს, რომლებიც სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება.
ვისაუბრეთ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე, მოსახლეობის საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, გურიის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
შეხვედრაზე, რომელსაც გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, მინისტრმა ხაზი გაუსვა დაგეგმილი პროექტების ვადებში და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, ამ კუთხით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ სოციალურ პროგრამებს, ასევე პროექტებს, რომლებიც სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება.
შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია ესწრებოდნენ.