ივანიშვილის განათლების მინისტრი, რომელიც პოსტზე ოქტომბერში დაინიშნა, FB-პოსტით გადადგა

ივანიშვილის განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე გადადგა. აღნიშნულის შესახებ წულაძის განცხადება სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

წულაძე წერს, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

“დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.

მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.

მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა”. – ნათქვამია წულაძის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 22 ოქტომბერს დაინიშნა. 28 ნოემბერს კი ივანიშვილის პარლამენტმა ახალი სამთავრობო გუნდი დაამტკიცა.

წულაძეს იქამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია ეკავა, 2023 წელს კი ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ამასთან ერთად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ იყო არჩეული, მან თანამდებობა 2023 წელს დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights