“ოცნებისთვის” სანქციები ამოქმედდა – პირველი ეფექტი ირაკლი კობახიძემ გამოსცადა

ირაკლი კობახიძემ, დღეს, თავად დაადასტურა, რომ “ქართლი ოცნების” ლიდერების წინააღდეგ ევროკავშირის სავიზო სანქციების ძალაშია და მუშაობს. ბოლო ვიზიტის დროს, კობახიძეს, იტალიაში საკონსულოს გასახსნელად ჩასვლისთვის, თბილისში, იტალიის საკონსულოში ვიზის აღება დასჭირდა. “ტვ პირველის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვიზის აღება არა მხოლოდ კობახიძეს, არამედ მისი კაბინეტის ყველა სხვა წევრს მოუწია.

დიპლომატიური პასპორტის გვერდზე გადადება მოუწია კახა კალაძესაც. კობახიძის შემდეგ დედაქალაქის მერმაც დაადასტურა, რომ საზღვარი წითელი პასპორტით გადაკვეთა. სავარაუდოდ, იტალიაში საკონსულოს გახსნაზე წასასვლელად კალაძემ ჩვეულებრივი პასპორტი გამოიყენა და დიპლომატიური პასპორტის პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლა.

ამ ინფორმაციის დადასტურება კობახიძეს და კალაძეს მას შემდეგ მოუხდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის 12 -მა ქვეყანამ ევრო გაერთიანების გადაწყვეტილება აამოქმედა. იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ბულგარეთი, რუმინეთი და შვედეთი – ივანიშვილის ელიტას საზღვრებს უკეტავს.

კალაძემ პირდაპირ აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გადასაადგილებლად ბრიუსელის გადაწყვეტილებას თავი აარიდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მიდგომა ევროკავშირისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემი იქნება, რომ ივანიშვილი არადემოკრატიული პოლიტიკის გამო, უვიზო რეჟიმი მთელ ქვეყანას შეუჩერონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights