“ეს იყო ბოლო წუთის მომენტი და 2:1 წაგება თუ 3:1 წაგებამ ერთი და იგივეა, ჩვენ გვინდოდა, რომ სულ მცირე, გვეცადა რომ გაგვეთანაბრებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა,“ – ამის შესახებ თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა და მეკარის გიორგი მამარდაშვილის ბოლო ეპიზოდი შეაფასა. სანიოლის თქმით, გუნდის მიზანი იყო, რომ სულ მცირე ანგარიში გაეთანაბრებინა თურქეთთან.
როგორც სანიოლი ამბობს, ეროვნულ ნაკლებს დღეს ერთადერთი რაც დააკლდა, ეს იყო გამოცდილება.
”გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა პირველი გოლი, ისტორიული გოლია და თან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა დღეს. რა დაგვაკლდა დღეს – ცოტა ტალანტი, ცოტა გამოცდილება, ისეთი რაღაც რასაც მოვიპოვებთ ამგვარი მატჩების თამაშის შედეგად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, ამგვარ მატჩს საქართველო აღარ წააგებს ასეთს, საქართველო ისწავლის. ჩვენ გვინდა, რომ ვისწავლოთ წარმატებულად. ზოგადად, ფეხბურთელებზე უარს ვერ ვეტყვი, მე ვუსურვებ მათ რომ ძალები აღიდგინონ, რადგანაც რამდენიმე დღეში მოუწევთ ისევ შებრძოლება შემდეგ გუნდთან – ჩეხეთთან,“ – ამბობს სანიოლი.
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო – ასე დასრულდა დღევანდელი თამაში. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.