საქართველოს ხელისუფლება ახალ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. რატომ უსმენდნენ დიპლომატებსა და ელჩებს. ევროპარლამენტარები საგანგებო წერილით ” ქართული ოცნების” ლიდერებს პასუხებს სთხოვენ.
პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას, სუს-ის სკანდალური “კრებსების” გასაჯაროების შემდეგ დადებულ პირობას ახსენებენ.
6 თვის შემდეგაც, პროკურატურის გამოძიება წერტილიდან არ დაძრულა და დაზარალებულის სტატუსის გარეშე არიან, ფარული მიყურადების მთავარი ფიგურანტები.
თუმცა ევროპარლამენტარები მხოლოდ უკანონო მოსმენებით არ ინტერესდებიან და ხელისუფლებას, ბრიუსელში თავის მართლება ბევრი მიმართულებით მოუწია.
მთავარი არხი