იუთუბერი ტატო ბაციკაძე დღეს , ამაღლების ქუჩაზე პენისიონერი მამაკაცის დაკავების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”ოცნებაც” ოდესმე წავა, ეს ნაც-ქოციანობაც ოდესმე დასრულდება, ბიძინაც მოკვდება და მიშაც, მაგრამ ამ ქვეყნის მისახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილის ორტრაკობას, ორპირობას, მოღალატეობისკენ, თუ ტრაკის ლოკვისკენ ასეთ გიჟურ სწრაფვას და ამასთან ერთად დებილიზმის ასეთ ფეტიშს, რა ეშველება?!
აი, ახლა ბიძინამ, უცებ რომ ქუდი დაიხუროს, ქვეყნიდან მოხიოს, იქამდე მიშა გამოუშვას და ესაა დღეიდან თქვენი ფაშაო და წავიდეს, რამდენი დღევანდელი ორთოდოქსი “ქოცი” იცით, ხვალიდანვე “მიშა, მიშა”-ს ძახილს რომ დაიწყებს და ტელეფონის ზარად “მიშა მაგარია”-ს დაიყენებს? მე ვიცნობ ეგეთებს და უფრო მეტი ვიცი…” წერს ბაციკაძე.