“აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გაგზავნაზე — რომელიც ევროპის ქვეყნებს ექნებათ დაფინანსებული და NATO-ს მეშვეობით მოხდება მიწოდება — მისასალმებელი სიახლეა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ თუ ბრძოლები 50 დღეში არ შეწყდება, ის 100%-მდე ტარიფებს დააწესებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც იძენენ იაფ რუსულ ნავთობს და ამით აფინანსებენ პუტინის სამხედრო მანქანას — რაც პუტინს ყველაზე მტკივნეულად დაარტყამს.
თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ.
თუ მე ვიქნებოდი ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და ამით პუტინის სამხედრო მანქანას ამაგრებს, სერიოზულად მივიღებდი პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს.” – აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი.