ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად დანებებისთვის, ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ABC News-თან ინტერვიუში.
უცხოურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ცის დახურვა.
„მჭირდება ფრენის აკრძალული ზონა რაკეტების ჩამოგდებისთვის, ვუთხარი ბაიდენს. ვფიქრობ, აშშ-ს პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია“ – აცხადებს ზელენსკი და ამბობს, რომ პუტინს შეუძლია დაასრულოს ის ომი, რომელიც დაიწყო. მისივე თქმით, სიტყვა “დენაციფიკაცია”, რასაც აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი იყენებს, ერის განადგურებას ნიშნავს, რაც ნაციზმია.