ვის უფრო აინტერესებს, მე როდის დავბრუნდები თბილისიში, “ნაცებს “ თუ “ოცნებას“, – ასე უპასუხა პარტია “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, “როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში.“
გახარიას თქმით, “ის არც “ოცნების“ და არც “ნაცების“ დღის წესრიგით არასდროს ცხოვრობდა და არც მომავალში აპირებს.“
თბილისში მაშინ ვიქნები, როცა მე გადავწყვეტ ამას, არავის საქმე არ არის,-თქვა გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს.
”არასდროს არავისთვის არაფერი შემითანხმებია, თბილისში მაშინ ვიქნები, როცა მე გადავწყვეტ ამას, არავის საქმე არ არის. მე საქმიანი შეხვედრები მაქვს, რომელიც გრძელდება, როცა დავამთავრებ, მაშინ ვიქნები, ეს იქნება ზუსტად მაშინ, როცა მე გადავწყვეტ ამას. არც “ოცნების“ და არც “ნაცების“ დღის წესრიგით არასდროს მიცხოვრია და არც მომავალში ვაპირებ ცხოვრებას. ამით დავხუროთ ეს თემა” – განაცხადა გახარიამ.