“ეს სკოლა თავის დროზე ერთ ერთი სანიმუშო იყო რეგიონში და რუსულ სექტორთან ერთად 1400 ბავშვი სწავლობდა…. მხოლოდ დაწყებითი კლასები , დაახლოებით 300-350 ბავშვი იყო მეორე სმენა… ეხლა უკვე მესამე წელია სკოლა დაკეტილი, ვითომ ერთ წელში უნდა დაესრულებინათ, მაგრამ ….”
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ნატანებში მცხოვრები, ტიტე ბაქანიძე,
ოფიციალური ინფორმაციით:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.
პროექტის ფარგლებში სკოლა სრულად განახლდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.8 მილიონ ლარს შეადგენს