ირაკლი ოქრუაშვილის შვილი, ანდრია, იმ დღეს იხსენებს, როდესაც გაიგო, რომ მამამისი ე.წ. წულუკიანის კომისიაზე წასვლას არ აპირებდა და ამის სანაცვლოდ ციხეში წავიდოდა.
ანდრია ამბობს, რომ მამამისით ამაყობს და მიაჩნია, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
”ერთ საღამოს, მეორე დღეს ფიზიკის გამოცდა მქონდა, გამოვედი ოჯახის სანახავად, დედა და მამა ერთად ისხდნენ. მამამ ამიხსნა, როგორი კომისია იყო, რატომ არ აპირებდა წასვლას და მკაფიო მითხრა, რომ შესაბსამისად, წავიდოდა ციხეში. ჩემი აზრი პირდად არ მოუსმენია, თუმცა, მთელი ოჯახი დავეთანხმეთ. შესაბამისად, მოგვამზადა. დედას ე.წ. შპარგალკა გაუკეთა, რომ ოჯახისთვის მარტოს გაერთვა თავი. მართალი მამა რომ არ არის ცოტა რთულია, ორი უმცროსი და მყავს ემ და სკოლაში გადაადგილებაც ძნელია, მაგრამ კარგად ვართმევთ თავს. ვიცი, რომ მამაჩემი ღირსეულად წავიდა ციხეში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სრულად ვუჭერ მხარს. ძალიან ვამაყობ მამაჩემით, რომ იბრძვის ამ უსამართლობის წინააღმდეგ” -განაცხადა ანდრია ოქრუაშვილმა.