“ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა”.
თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.