გურიის მოამბე

ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ-ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

თუმცა, ტრამპმა არ იცის “მოახდენს თუ არა, გავლენას რუსეთზე ტარიფების და სხვა რამეები შემოღება“, რადგან მისი თქმით,  “მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს.“

”დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ, ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე”, – განაცხადა ტრამპმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights