“ივანიშვილს უნდოდა პროცესის ნახვა” – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა და გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე კამერების დაშვების შესახებ ისაუბრა.
ანა დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს “ცალსახად [უნდოდა ეჩვენებინა როგორ სჯის ბაჩიაშვილს]”.
“რატომ დართეს ნებართვა კონკრეტულად ბაჩიაშვილის საქმის გაშუქების? – მე მგონი, უკავშირდება იმ მაფიოზური მართვის სისტემას, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ნახვა ბაჩიაშვილის პროცესის. მას სხვები არ აინტერესებს.
ცალსახად [უნდოდა ეჩვენებინა როგორ სჯის ბაჩიაშვილს] და პირველწყაროთი დადასტურება. ეთერი რა არის? – ეთერი არის საშუალება, მითუმეტეს თუ ეს მისი პირადი შურისძიების ოპერაციაა და მე აქ მგონია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალაქო საქმე. დავანებოთ თავი შიგნით რა ხდება, სამოქალაქო დავაა, მასესხე გასესხე, სხვაგან ირჩევა. რადგან ეს არის შურისძიების ამბავი, მაშინ ეს ადამიანი, მოდი მე ვნახავ – როგორ უნდა ვნახო სხვა შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ვარ, ეს კაცი როგორ არის, დუხზეა? არ არის დუხზე?..
იქიდანაც გზავნილები ბევრი იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ბაჩიაშვილის მხრიდან, რომ სამართალი აღსრულდება და ა.შ.” – განაცხადა ანა დოლიძემ.