მზია ამაღლობელმა სასამართლოს საბოლოო სიტყვისთვის ცალკე სხდომის ჩანიშვნა სთხოვა:
„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს.
მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა”, – თქვა მზია ამაღლობელმა 1-ელი აგვისტოს სხდომის დასასრულს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მომდევნო სხდომის თარიღად 4 აგვისტო განსაზღვრა.