document.body.remove()
გურიის მოამბე

უნდა გვესმოდეს ვინ ყავს რეჟიმს ციხეში, მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძის და სხვა პოლიტპატიმრების სახით – ირაკლი კუპრაძე

“უნდა გვესმოდეს ვინ ყავს რეჟიმს ციხეში, მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძის და სხვა პოლიტპატიმრების სახით” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კუპრაძე წერს, რომ მზია ამაღლობელის პროცესზე ჩასულები ზვიად ცეცხლაძის ოჯახში აღმოჩდნენ. ზვიადის სამეცადინო ოთახი “სავსეა დიპლომებით, სიგელებით, წიგნებით და ეროვნული მოძრაობის პოსტერებით. ამ დროს, როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?”. 

”მზია ამაღლობელის პროცესზე ჩავედით ბათუმში.
გზად ზვიად ცეცხლაძის ოჯახში აღმოვჩნდით.  ზვიადის დედა-ნარგიზმა ბათუმურ ყავაზე მიგვიპატიჟა და არც ჩვენ ვუთხარით უარი.
ეს ზვიადის სამეცადინო ოთახია, ოთხივე კედელი სავსეა დიპლომებით, სიგელებით, წიგნებით და ეროვნული მოძრაობის პოსტერებით.
ამ დროს, როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?
უნდა გვესმოდეს ვინ ყავს რეჟიმს ციხეში, მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძის და სხვა პოლიტპატიმრების სახით.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – წერს ირაკლი კუპრაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights