ოზურგეთელი ადვოკატი გოჩა ძიმისტარიშვილი აცხადებს, მას აქვს მოლოდინი, რომ მზია ამაღლობელს, ხვალ მოსამართლე ნინო სახელაშვილი გაამართლებს და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლებს
ამის შესახებ, ძიმისტარიშვილმა “გურიის მოამბესთან” საუბარში დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადების გაკეთების საფუძველს, მას, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეები აძლევს, რომელიც ამ მოსამართლემ განიხილა.
მაგალითისათვის გოჩა ძიმისტარიშვილს, ბათუმის სასამართლოში, გასული კვირის პარასკევს, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი მოჰყავს, რომლის დროსაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიუხედავად მბრალმდებლის მოთხოვნისა, ეჭვმიტანილს გირაო პატიმრობით არ შეუცვალა:
” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ოზურგეთელ ს.კილაძეს, პროკურატურა დიდი ოდენობით ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვება გასაღებას ედავება, პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აღემატება, კილაძეს ჰქონდა შეფარდებული 7 ათას ლარიანი გირაო წინასწარი პატიმრობის ნაცვლად. თუმცა ეჭვმიტანილმა, გირაოს დროს, დაარღვია ოზურგეთის სასამართლოს განაჩენი, რის საფუძველზეც პროკურატურა გირაოს ნაცვლად აღმკვეთი ღონისძიების სახით ორ თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. სქმე ეხება ოზურგეთის სასმართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვიშა ხრეშის უკანონო მოპოვება გასაღებაში ეჭვმიტანილს, რამდენიმე კვირის წინ 400 საათიანი სავალდებოლ სამუშაო დააკისრა, ცნო რა დამნაშავედ ოჯახურ ძალადობაში. სწორედ ამ პერიოდში – პროკურატურის მტკიცებით – ჩაიდინა ს. კილაძემ დანაშაული. მიუხედავად ამ გარემოებისა – სახელაშვილმა კილაძის გირაო ძალაში დატოვა” გვიყვება ძიმისტარიშვილი:
“ჰოდა იმის თქმა მსურს, თუ სპეცსამსახურები არ დაადგებიან ავტომატით თავზე, არა მგონია ამ მოსამართლემ, თუნდაც სანქცირებულმა, პროკურატურის ბრალი გაითვალისწინოს, მით უმეტეს “მზიას საქმე” – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფის საქმესთან შედარებით – დანაშაულის სიმძიმესთან დაკავშირებით-მოსატანიც არაა” დასძინა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საინტერესოა, რომ ოჯახური ძალადობის საქმეზე პროკურორი შოთა ჩხაიძე იყო.