პუტინის შეთავაზებაზე, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვედროდა, ზელენსკიმ უარი თქვა.
ინფორმაციას BBC-ი და საინფორმაციო სააგენტო AFP-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
თავდაპირველად AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კი BBC-ის უთხრა, რომ უკრაინამ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმერ პუტინის წინადადება, მოსკოვში შეხვედრასთან დაკავშირებით.
”მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.