პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს მამა გიორგის დაბადების დღეა. 38 წლის გახდა. უკვე მე-6 დაბადების დღეს ხვდება საპყრობილეში. ახალგაზრდობის საუკეთესო წლები, უბრალოდ, გააქრეს მის ცხოვრებაში. ვინ ან რა აუნაზღაურებს ასეთ დანაკარგს?! ამ უსამართლო ქვეყანაში დანაკარგის ანაზღაურებაზე ვინ ფიქრობს, იმას ვნატრობთ ოჯახი, რომ უბრალოდ, ცოცხალი დაგვიბრუნდეს“.