“მიანიჭეთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი” | ფოტიგა

“ქართველი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა და პოლიტიკური ელიტის წევრმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში, ყველაზე გამოჩენილი მათგანი ახლა ციხეში ზის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც გვარამია, რომელიც არის ერთ-ერთი სუბიექტი ჩვენი დღევანდელი დებატებისა.

მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვაკრიტიკებთ ამჟამინდელ მთავრობას, იგი ხედავს, რამდენად დიდ ისტორიული საფრთხის წინაშე დგას მისი ქვეყანა, მან გვთხოვა, რომ ჩვენ მივანიჭოთ მათ ეს სტატუსი, რომ არ მივატოვოთ საქართველო ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი იმითი, რომ დავტოვოთ მომავლის პოტენციალის გარეშე.

მოდით შევხედოთ რა ხდება ახლა უკრაინაში, ცოტა ხნის წინ, მე თვითონ ვუწევდი წინააღმდეგობას კომუნისტურ რეჟიმს, მე მესმის რას გრძნობენ ახლა ქართველები და მე მინდა მოგმართოთ თქვენ, მიანიჭეთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატობის სტატუსი”

თქვა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე. [სინქრონული თარგმანი]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share