გურიის მოამბე

ქვეყნები, სადაც ინტერნეტი ყველაზე ძვირი/იაფია – რომელ ადგილზეა საქართველო

60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტის საფასური Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში 16.89 დოლარს შეადგენს. აღნიშნული ფასით საქართველომ 128 ქვეყანას შორის 106-ე ადგილი დაიკავა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ინტერნეტი ყველაზე ძვირი სომხეთში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია. უფრო კონკრეტულად:

  • სომხეთი – 19.47 დოლარი (99-ე ადგილი);
  • საქართველო – 16.89 დოლარი (106-ე ადგილი;)
  • აზერბაიჯანი – 15.22 დოლარი (109-ე ადგილი);
  • თურქეთი – 13.68დოლარი (113-ე ადგილი);
  • რუსეთი – 7.74დოლარი (126-ე ადგილი).
რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს, 5 ქვეყანა, სადაც 60 მბ/წმ ან მეტი სიჩქარის ერთთვიანი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
  • კუბა – 226 დოლარი;
  • პაპუა-ახალი გვინეა – 178 დოლარი;
  • ეთიოპია – 157 დოლარი;
  • კამერუნი – 136 დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები – 99 დოლარი.

იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ინტერნეტი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია, ასეთია:

  • უკრაინა – 6.12 დოლარი;
  • ირანი – 7.73 დოლარი;
  • რუსეთი – 8.04 დოლარი;
  • ინდოეთი – 8.06 დოლარი;
  • ვიეტნამი – 8.95 დოლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights